|
დასახელება:
ოპერაციული ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Casino International
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
"კაზინო ინტერნეიშენალი" ჰილტონ ბათუმში აცხადებს ვაკანსიას ოპერაციული ბუღალტრის პოზიციაზე.
მომწოდებელი: Casinos International at Hilton Batumi
ადგილმდებარეობა: ბათუმი
ადგილმდებარეობა: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსავლების, სალაროსა და საბანკო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა;
** ხარჯების, სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების პროგრამული აღრიცხვა;
** ხელფასების, შესაბამისი გადასახადებისა და დარიცხვების პროგრამული ასახვა;
** პირველადი დოკუმენტაციის (ინვოისი, ზედნადები, ხელშეკრულება) სისწორის კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და შედეგების ასახვა პროგრამაში;
** თვის და წლის დახურვის პროცესში მონაწილეობა კომპანიის ფინანსური პოლიტიკის შესაბამისად;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული ბუღალტრული და ფინანსური ხასიათის დავალებების შესრულება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** MS Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა (ფორმულები, ფილტრები, Pivot Table - სასურველია);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
უპირატესობა მიენიჭება:
** საბუღალტრო პროგრამებთან (ORIS, FINA ან სხვა ანალოგიური) მუშაობის გამოცდილებას;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნას.
ჩვენი შემოთავაზება:
** გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამუშაო საათებში კვებით უზრუნველყოფა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cibatumi.com და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|