|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
გრიდ ქონსთრაქშენი
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
სამშენებლო კომპანია შპს "გრიდ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის დამხმარის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია ახორციელებს საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას თბილისის მასშტაბით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მშენებლობის პროექტებთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემების შეგროვებაში და ანალიზში მონაწილეობა
** სხვადასხვა სახის ფინანსური რეპორტების მომზადებაში ჩართულობა
** ფაქტობრივი მონაცემების მიმდინარე და გასული პერიოდის ბიუჯეტებთან შედარება
** პროექტების მომგებიანობის ანალიზში მონაწილეობის მიღება
** დამკვეთებთან და შემსრულებლებთან არსებული და გასაფორმებელი კონტრაქტების კონტროლი
** ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვა კომპანიაში არსებული კოდინგის დახმარებით
** შვილობილი კომპანიების ფინანსურ აღრიცხვიანობაში მონაწილეობა
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება მენეჯმენტის გადაწყვეტილებით
** თანამშრომლობა სხვა გუნდებთან და პროექტის მართვის სტრუქტურებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით
** ფინანსური ანალიტიკოსის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
** Microsoft საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა
** სასურველია საქართველოში აპრობირებული ERP საბუღალტრო პროგრამებთან (ORIS, 1C, Balance, SAP და სხვა) მუშაობის გამოცდილება
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #3
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: gridconstructioninfo@gmail.com. წერილის სათაურში (subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ფინანსური ანალიტიკოსის დამხმარე"
|
|
|
|