Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: იმექს კარგო ლოჯისტიკსი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
"IMEX Cargo Logistics" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც აქვს საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების პრაქტიკული გამოცდილება და შეუძლია დამოუკიდებლად მართოს პროცესები.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვებისთვის გადამზიდავების მოძიება და შერჩევა
** ტრანსპორტირების ფასების გამოთვლა და ოპტიმალური შეთავაზებების მომზადება
** გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება (CMR, Invoice და სხვა)
** ტვირთის გადაადგილების სრული კონტროლი დატვირთვიდან დანიშნულების პუნქტამდე
** მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან და გადამზიდავებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო სახმელეთო ლოჯისტიკაში
** გადაზიდვების პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** რუსული ან თურქული ენის ცოდნა (სამუშაო დონეზე)

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ოფისი
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (გამოცდილების შესაბამისად); ბონუსური სისტემა

ჩვენ ვეძებთ არა დამწყებს, არამედ ადამიანს, ვინც უკვე იცის ლოჯისტიკა და მზად არის შედეგზე მუშაობისთვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულად (CV) ჩვენს ელფოსტაზე: career@imexcargo.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე