|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ჰოლდინგური კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 იანვარი
|
ჰოლდინგური კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ოპერაციების არეალია აგრო პროდუქციის წარმოება და დეველოპერული მიმართულება.
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** რეალიზაციის ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა;
** ხარჯების ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და მათი გადამოწმება;
** საგადასახადო დეკლარაციების შევსება/გაგზავნა, საგადასახადო სამსახურთან კომუნიკაცია;
** საგადასახადო პორტალ RS.GE_ზე მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება - გამოწერა;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების გასწორება/კონტროლი;
** სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში;
** სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (ORIS);
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირება;
** დროის მართვის, დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: Ls@cpg.ge, გთხოვთ სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი".
|
|
|
|