Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=693762&print=yes&view=jobs
 
მომვლელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომვლელი
მომწოდებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 02 თებერვალი
ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ბინაზე მოვლის პროგრამის მომვლელის პოზიციაზე.

"პირველი ნაბიჯი" 25 წელზე მეტია, ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

მომვლელი ბინაზე მოვლის პროგრამის ფარგლებში ბინაზე ახორციელებს ვიზიტებს და მომსახურებას უწევს მძიმე და ღრმა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 6-18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს.
ბინაზე მოვლის პროგრამის ფარგლებში, მომვლელი ზრუნავს ბენეფიციარის მოვლაზე და ამავე პროგრამის მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს შშმ ბავშვის სოციალურ ინტეგრაციას.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვისადმი ღირსეული მოპყრობა და მისი უფლებების დაცვა;
** ბენეფიციარის ფიზიკური მოვლა (მათ შორის, ტუალეტისა და სხვა ჰიგიენური პროცედურებისას) და მასზე მეთვალყურეობა;
** საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარისთვის საკვების მომზადება და კვების პროცესში დახმარება;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების (ფუნქციური) განვითარებაზე ზრუნვა
** ბენეფიციარის ოჯახის მხარდაჭერა მოვლისა და ფუნქციური უნარების განვითარებაზე ზრუნვის საკითხებში;
** მულტიდისციპლინური გუნდის (ფსიქოლოგი, განვითარების სპეციალისტი, პედიატრი, ფიზიკური თერაპევტი) წევრების მიერ, ბავშვთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესრულება;
** თვეში ერთხელ, პროგრამის კოორდინატორის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე სავალდებულო დასწრება;
** საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის მიერ დაგეგმილ ტრენინგზე დასწრება.

ცოდნა, კვალიფიკაცია:

** მომვლელად მუშაობის გამოცდილება (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** მედპერსონალის დამხმარის, სანიტრის ან მედდის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარები და თვისებები:

** ბავშვებისა და მოზარდებისადმი პატივისცემა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო დატვირთვა: განაკვეთი და გრაფიკი შეთანხმებით

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 2 თებერვალი.
გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია