|
დასახელება:
რეგიონული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
PepsiCo
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს რეგიონული გაყიდვების მენეჯერის (დასავლეთ საქართველო) თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბება, რძის კატეგორიის ყოველწლიური საოპერაციო გეგმის შემუშავება
** შემუშავებული გაყიდვების სტრატეგიისა და ბრენდის განვითარების შესაბამისად გაყიდვების გეგმისა და KPI განსაზღვრა
** წლიური/თვიური გეგმების შესაბამისად გუნდებისათვის გეგმების დასახვა გაყიდვების არხებისა და ბრენდების მიხედვით
** გაყიდვების სტიმულირების აქტივობების, პროგრამების დაგეგმვა
** რძის კატეგორიის გაყიდვების სტრატეგიისა და ბაზარზე შესვლის მოდელის განხორციელება და დანერგვა
** პეპსიკოს კომერციული პოლიტიკისა და სავაჭრო პირობების განხორციელება ორგანიზებულ და ტრადიციულ ქსელში;
** უშუალო მონაწილეობა მსხვილ კლიენტებთან და ორგანიზებულ ქსელებთან მოლაპარაკებებში;
** ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერებისა და საველე პერსონალის მართვა, მათ პროფესიონალურ და მმართველობითი კომპეტენციების განვითარებაზე ზრუნვა, მათი ინდივიდუალური და გუნდური შედეგების კონტროლი
** პეპსიკოს მუშაობის მეთოდების დანერგვა გაყიდვების გუნდში
** რეგულარული მუშაობა ველზე გუნდის წევრებთან ერთად პეპსიკოს სამუშაო მეთოდებით ოპერირების უზრუნველსაყოფად.
** ბიუჯეტის ეფექტური მართვა და ხშირი ეფექტური კოორდინაცია სხვადასხვა დეპარტამენტებთან - იურიდიული, ლოგისტიკა, ფინანსები, მარკეტინგი
** გაყიდვების გუნდისა და ინდივიდუალური შედეგების შესახებ ანგარიშების ფორმირება და ანალიზი
კანდიდატის პროფილი:
** მინიმუმ 5 წელი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების/კომერციულ სფეროში
** გაყიდვების მენეჯერების გუნდის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** ბიზნესისა და კომერციის ფართო გაგება/კომპეტენცია
** სანდო, კოორდინირებული და ჯანსაღი ურთიერთობების დამყარების გამოცდილება
** შედეგებზე ორიენტირება და მაღალი მოტივაცია
** MS პროგრამების (Excel, PowerPoint, Word) ცოდნა
** უცხო ენები: რუსული B2+ დონეზე, ინგლისური სასურველია
რას გთავაზობთ:
** განვითარება და წინსვლა პეპსიკოს პროფესიონალთა გუნდთან ერთად
** კონკურენტული საკომპენსაციო და ბენეფიტების პაკეტი
** წვდომა პეპსიკოს უნიკალურ სასწავლო პლატფორმებსა და პროგრამებზე
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 10 თებერვლამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|