|
დასახელება:
ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თელასი
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 იანვარი
|
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს ვაკანსიას შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების განყოფილების ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
თანამდებობრივი მოთხოვნები
** უმაღლესი ენერგეტიკული განათლება;
** ელ. უსაფრთხოების V ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა;
** სასურველია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი;
** პროფილით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ფლობა;
** პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: MS Office;
** სავალდებულოა ავტომობილის მართვის მოწმობა;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები
** საწარმოში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი და ანალიზი.
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე მუდმივი კონტროლი.
** ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი და ანალიზი.
** ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადება.
** ობიექტებისა და ელექტრო მოწყობილობების პერიოდული შემოწმება, შრომის, სამრეწველო, სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამოვლენა.
** გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრაზე მონიტორინგი და კონტროლი.
** საზოგადოების ელექტროქსელში მომუშავე ბრიგადების შემოწმება.
** სამუშაო პროცესში სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, ამწე მექანიზმების, დამცავი საშუალებების, სამუშაო იარაღებისა და მოწყობილობების სწორად გამოყენებაზე კონტროლი.
** წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევაში მონაწილეობა.
** მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობა.
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელფოსტით vakansia@telasi.ge 2026 წლის 27 იანვრის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
|
|
|
|