|
დასახელება:
ჯგუფის მენეჯერი, სამედიცინო წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
IM Plus Pharma
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
ფარმაცევტული კომპანია "Im Plus Pharma" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის მენეჯერის და სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციებზე - თბილისი).
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან
** კომპანიის მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან
** სამეცნიერო ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება (კონფერენცია, სემინარი, პრეზენტაცია)
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება
** გაყიდვების მართვა ობიექტებზე (დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა შედეგის შეფასება)
** ჯგუფის რეპორტების წარდგენა ხელმძღვანელთან
მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭებათ სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს);
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უნარები და კომპეტენციები:
** ათვისებისა და განვითარების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.
** ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე. გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე, საწყისი ანაზღაურება (გამოსაცდელ პერიოდში კონკრეტული, შემდგომ მზარდი, გეგმის შესრულების შემთხვევაში პრემიების გათვალისწინებით).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@implus.ge გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Group Manager/Medical Representative
|
|
|
|