Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=693740&print=yes&view=jobs
 
ფინანსური ანალიტიკოსი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: გარდაბნის თბოსადგური 2
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
ენერგეტიკული კომპანია შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

პირობები:

** ყოველთვიური ანაზღაურება: 4000-5000 ლარი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
** სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-17:00 სთ, შესვენება 1 საათი;
** სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2ბ
** ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია ქ. თბილისი და რუსთავის სხვადასხვა ლოკაციიდან.

ბენეფიტები:

** უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
** კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი ყოველთვიური ლიმიტითა და შეღავათიანი ტარიფებით;
** პროფესიული ტრენინგების დაფინანსება.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება და ანალიზი;
** გარე აუდიტორებთან ეფექტური კომუნიკაცია და აუდიტის პროცესში მონაწილეობა;
** ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა და ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი;
** ლიკვიდურობის ანალიზი და ფულადი ნაკადების დაგეგმვა;
** ფულადი სახსრების მოძრაობის (Cash Flow) ანალიზი;
** თვის და წლის დახურვის პროცესებში აქტიური ჩართულობა;
** ფინანსური პროცესების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება და განახლება;
** ფინანსური დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით;
** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ფინანსური ანგარიშგების პრინციპებისა და IFRS სტანდარტების ცოდნა.

გამოცდილება: ანალოგიურ ან/და მსგავს თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** ორგანიზებულობა.

მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2026 წლის 31 იანვრისა, გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შენიშვნა:

კანდიდატის მიერ განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მიერ (ს/კ: 426529759) (მათ შორის, უფლებამოსილი პირების მეშვეობით), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. კანდიდატი განაცხადის წარმოდგენით ეთანხმება ზემოაღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@tpp.ge
დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია