Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=693719&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: რესტოაუდიტი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
რესტოაუდიტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უმცროსი ბუღალტერი თბილისში.

შპს "რესტოაუდიტი" — აუთსორსინგის ბუღალტრული კომპანია, ეძებს ამბიციურ, ინიციატივიან და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ უმცროს ბუღალტერს, რომელსაც აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი და შეუძლია კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

სამუშაოს აღწერილობა:

** პირველადი დოკუმენტების დამუშავება და საბუღალტრო ოპერაციების გატარება;
** საბანკო და სალარო ოპერაციები;
** ანგარიშების მოწესრიგება და თვის დახურვაში მონაწილეობა;
** საგადასახადო დეკლარაციებში დახმარება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
** უშუალო ზემდგომის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Balance-ის ცოდნა — უპირატესობა;
** Excel — საშუალო დონე;
** დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარები;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

რას ვთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პასუხისმგებლობის ზრდასა და დამოუკიდებლად მუშაობის სივრცეს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას, რომლის ზრდაც დამოკიდებულია თქვენს განვითარებაზე, ჩართულობასა და შედეგებზე.
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადა — 1500 ლარი;
** გამოსაცდელის შემდეგ — 2000 ლარი (ანაზღაურების პერიოდული გადახედვა შესრულებული სამუშაოსა და პროფესიული ზრდის მიხედვით)
** პერიოდული გადახედვა
** ლოკაცია: თბილისი, მთაწმინდა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
** ფორმატი: ოფისიდან მუშაობა

დაინტერესების შემთხვევაში:

თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა და გსურს პროფესიული ზრდა, გამოგვიგზავნე შენი CV.

ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ შენს კანდიდატურას.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
 
https://hel-ai.com/apply/8VBc8U9b
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია