|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
EGT Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
საერთაშორისო კომპანია "EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: უმაღლესი განათლება
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** წარმოებაში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 (ხუთი)-წლიანი გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული;
** მოწესრიგებული და დისციპლინირებული;
** შრომისმოყვარე და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე.
ენები:
** ქართული: ძალიან კარგად (ვერბალური/წერითი);
** რუსული: კარგად (ვერბალური/წერითი);
** ინგლისური: კარგად (ვერბალური/წერითი).
კომპიუტერული პროგრამები:
** ორის ბუღალტერია (სავალდებულოა);
** MS Office (სავალდებულოა).
ძირითადი მოვალეობები:
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული/პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება/შესაბამისი გატარებების მიცემა;
** ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების, და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა. შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი დროული და სწორედ გაფორმების კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/შედარება პარტნიორებთან;
** ინვოისების მომზადება/პარტნიორებთან გადაგზავნა;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის დროული და სწორედ შედგენის უნარი;
** საგადასახადო პორტალთან RS.GE მუშაობის გამოცდილება, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება - გამოწერა;
** ყოველთვიური/წლიური ფინანსური რეპორტინგის მომზადება;
** კომპანიის ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ბაზის შესწავლა, შესაბამისი პროცედურის გავლა, ინვენტარიზაციის დროულად და ეფექტურად ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, შედარება, შედეგების პროგრამაში ასახვა;
** საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების მიცემა;
** სხვა დავალებების შესრულება მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
** კონფიდენციალურობის დაცვა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career-georgia@egt.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი".
|
|
|
|