Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=693694&print=yes&view=jobs
 
ინტერიერის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: სპექტრუმი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
კომპანია "სპექტრუმი" წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.

ვაცხადებთ ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** წინასაპროექტო კვლევის მომზადება;
** ინტერიერის დიზაინის კონცეფციების შემუშავება;
** დიზაინის კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა;
** დეტალური ნახაზების მომზადება;
** მომიჯნავე სპეციალისტაბთან თანამშრომლობა;
** ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობა, ვადებისა და ხარისხის სტანდარტის დაცვით;
** დამკვეთებთან კომუნიკაცია;
** ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება;
** კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, Photoshop, InDesign;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;
** საერთაშორისო მწარმოებლების, დიზაინერების და მათი პროდუქტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კრეარიული და დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტური მართვა;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური და პასუხისმგებლიანი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** პუნქტუალური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო, რეზიუმე და ნახაზების კრებული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ინტერიერის დიზაინერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

შერჩევის პროცესი მოიცავს 2 გასაუბრებას და დავალების შესრულებას.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.

"სპექტრუმიის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია