Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=693681&print=yes&view=jobs
 
კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: 4Hospitals
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
"4Hospitals" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე" _ შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.

"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები

** შეკვეთის დაკომპლექტებაში აქტიური მონაწილეობის მიღება, ტრავმის საწყობის მენეჯერთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში;
** მუდმივი კომუნიკაცია დამკვეთი კლინიკის მედ-პერსონალთან, შეკვეთის მიტანის კოორდინირებულობის მიზნით;
** ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ინსტრუმენტებისა და დარჩენილი პროდუქციის შესაბამისი ფორმით დაკომპლექტება და საწყობში უდანაკარგოდ და დაუზიანებლად მობრუნება;
** მის მიერ გადაადგილებული პროდუქციის აღრიცხვიანობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის მიწოდება ტრავმის საწყობის მენეჯერისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება შემოსულ მოთხოვნაზე და სასწრაფო შეკვეთების დროულად მიტანის უზრუნველყოფა;
** ტრავმის პროდუქციის მაქსიმალური სიზუსტით შესწავლა და ცოდნის მუდმივი გაღრმავება;
** ინსტრუმენტების მუდმივი შემოწმება, ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ - ასევე შესაბამისი მითვლა, რომ არ იყოს დანაკლისები.

პასუხისმგებლობები

** მოთხოვნილი ინსტრუმენტებისა და პროდუქციის სწორი აწყობა, კლინიკამდე მიწოდება.
** დასაბრუნებელი პროდუქციის ადგილზე მითვლა და სწორი ნაშთით დაბრუნება საწყობში.
** პარტნიორი კლინიკების ტრავმატოლოგებისა და ექთნების უკმაყოფილებაზე, რაც გამოწვეულია არადროული და უხარისხო მომსახურებით.

მოთხოვნები" აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორაციული კულტურის სამუშაო გარემოს,
** კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას,
** ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge

გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.

4Hospitals გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია