|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ლაინ-მედია
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
შპს "LINE MEDIA" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე (საავტომობილო ზეთები და ავტოკოსმეტიკა).
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი, 1500 ლარიდან.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასაწყობე ფართში პროდუქციის რეგულარული კონტროლი, მარაგების აღწერა და ნაშთების კონტროლი.
** საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა- დატვირთვების უზრუნველყოფის კონტროლი.
** საწყობის მუშაობის კონტროლი.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა.
** პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი.
** ჩამოწერილი პროცედურის კონტროლი.
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და კონტროლი.
** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც პროდუქციის მიღებისას, ასევე გაცემისას.
** ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს.
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა.
** პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
აუცილებელი მოთხოვნები
** 1С პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** MS OFFICE პროგრამების კარგად ცოდნა.
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა).
** მართვის მოწმობა და მსუბუქი ავტომობილის ყოლა.
კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად (აუცილებლად) გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: line.media.georgia@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|