|
დასახელება:
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
როვიქსი
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
კომპანია "როვიქსი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ წარმოვადგენთ მზარდ ტექნოლოგიურ ორგანიზაციას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტილებებს. გუნდი გაფართოების პროცესშია, რის გამოც ვეძებთ კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ ციფრული მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და მომხმარებელთა მოზიდვაში.
სამუშაო ადგილი და ფორმატი:
** თბილისი
** სრული სამუშაო განაკვეთი
** ოფისი
ძირითადი მოვალეობები:
** ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაცია;
** სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, LinkedIn) მართვა და განვითარება;
** Google Ads და Facebook Ads კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
** SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) სტრატეგიის მართვა;
** კონტენტ-გეგმის შედგენა და კრეატიული მასალების მომზადების ზედამხედველობა;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის ანალიზი და რეპორტინგი (Google Analytics).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
** სარეკლამო პლატფორმების (Ads Manager, Google Ads) სიღრმისეული ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი და ზეპირი);
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (Full-time);
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად;
** საინტერესო პროექტებში მონაწილეობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვთხოვთ, გამოაგზავნოთ:
1. რეზიუმე (CV, ფორმატი PDF, აუცილებელი ინფორმაცია: ტელეფონი, მეილი, ფოტო და ასაკი)
2. პორტფოლიო (ან შესრულებული კამპანიების მოკლე აღწერა, Facebook, Instagram, LinkedIn, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
Email: cv@rowix.com
P.S. გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
განცხადებების მიღება გაგრძელდება 23.02.2026-მდე
|
|
|
|