|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ელისი
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
კომპანია "ელისი" არის სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი თბილისში. აქ დაგხვდებათ ძალიან მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო.
კომპანია დაარსდა 2009 წელს, აერთიანებს 60-ზე მეტ თანამშრომელს და გამოირჩევა ყოველწლიური მზარდი დინამიკით. ამჟამად მაღაზიას ესაჭიროება კონსულტანტები, როგორც გოგონები ასევე ბიჭები.
სამუშაო ადგილები: ქ. თბილისი, მუხიანი გობრონიძის ქN15ა; ვარკეთილი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N39; ასევე დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის ქ. N2.
ანაზღაურება: 1400 ლარიდან ზევით (კვალიფიკაციის მიხედვით)
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
მოთხოვნები:
** სწორი და გამართული მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური და მოტივირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინარული.
თუ დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით აუცილებელია მობრძანდეთ გასაუბრებაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 580875.
|
|
|
|