Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=693594&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მენეჯერი
მომწოდებელი: ციფრული მმართველობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 19 იანვარი
სამუშაო პოზიციის დასახელება: ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მენეჯერი

ორგანიზაციის შესახებ:

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.

ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:

** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

ფუნქციები:

** სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მართვა;
** კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის მომზადება;
** საბუღალტრო პროგრამა "ORIS 7"-ში მუშაობა;
** სამეურნეო ოპერაციის (გადარიცხვები, ხარჯების დარიცხვები, ჩამოწერები, ხელფასები, მივლინებები და ა.შ) დამუშავება, ბუღალტრული გატარებების წარმოება და აღრიცხვა; გაწეული მომსახურების შესაბამისად ა/ფაქტურების გადაგზავნა ორგანიზაციებში;
** პირველადი დოკუმენტების, ვალდებულებების, საგადახდო მოთხოვნებისა და მათთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების სახელმწიფო ხაზინის ერთიან სისტემაში ასახვა;
** კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების წყაროებისა და მომწოდებლების მიხედვით მიღებული სახსრების და ამ სახსრებით განხორციელებულ ოპერაციების განცალკევებული აღრიცხვა; სახაზინო დოკუმენტაციის დამუშავება;
** იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა;
** იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორებათა სრული და თავის დროული აღრიცხვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის მოთხოვნის შესაბამისად, მითითებებისა და დავალებების შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციაში ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ORIS 7-ის კარგად ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
** საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ;
** "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება;
** "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 05 მაისის №108 ბრძანება;
** "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანება;
** "პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება;
** დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 05 დეკემბრის №220 ბრძანება;
** "ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანება;
** "საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020წლის 15 იანვრის №17 ბრძანება;
** "სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება;
** "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანება.

კონკურსის ეტაპები:

** შემოსული განცხადებების გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში, 2026 წლის 19 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge და მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია