Робота для біженців з України
გაყიდვა-მიწოდების აგენტი - თბილისი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვა-მიწოდების აგენტი
მომწოდებელი: ფიოფიო
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
კომპანია "ფიო-ფიო" აცხადებს ვაკანსიას თბილისსა და ქუთაისში გაყიდვა-მიწოდების აგენტის პოზიციაზე:

"ფიო-ფიო" არის ბავშვებისთვის შექმნილი მრავალფეროვანი საბავშვო ყუთები, რომლებიც აერთიანებს, როგორც სათამაშოებს, ასევე შემეცნებით აქტივობებს

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი;
** სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი; ქ. ქუთაისი
** ოფისის მისამართი: ნუცუბიძის N14

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის (ბავშვთა სათამაშო ყუთების) მიწოდება საკუთარი ავტომობილით იმ ობიექტებსა და ქსელებში, სადაც "ფიო-ფიო"-ს პროდუქტი უკვე რეალიზდება;
** TT მიმართულების ახალი ობიექტების მოძიება, მათთან კომუნიკაცია, პროდუქტის შეთავაზება და ახალი წერტილების ათვისება;
** არსებული TT ობიექტების მონიტორინგი და დროული ვიზიტები;
** TT ობიექტებიდან ნაღდი თანხის მიღება და კომპანიის ბალანსზე სწორი/დროულად ასახვა;
** მიწოდების პროცესის დოკუმენტირება და მარტივი ანგარიშგება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ქონა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 12 თებერვლამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე fiofioboxes@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვა-მიწოდების აგენტი და ქალაქი.

კომპანია "ფიო-ფიო"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ფიო-ფიო"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე