Робота для біженців з України
ჰორეკას პრესეილერი/სავაჭრო აგენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰორეკას პრესეილერი/სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას ჰორეკას პრესეილერის (სავაჭრო აგენტის) პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: საშუალოდ 2000 ლარამდე

მოვალეობები:

** ჰორეკას ობიექტებთან პარტნიორობა;
** პოტენციური პარტნიორებისთვის პროდუქციის მახასიათებლების გაცნობა;
** მიმდინარე პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია, ახალი ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების პროცესის წარმოება, შეკვეთების აღება.

მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი;
** აუცილებელია რუსული ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე.

ბენეფიტები:

** საწვავის ხარჯის დაფარვა;
** მანქანის ცვეთის ხარჯი;
** ულიმიტო სასაუბრო მობილური პაკეტი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555005530 - მალხაზი, ან გაგვიზიარეთ CV ელფოსტაზე: hr@kanti.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე