|
დასახელება:
მიმღები-ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
Format Fit
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
"Format Fit" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
პასუხისმგებლობები:
** სტუმრების მიღება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** კლუბის სერვისებისა და აბონემენტების გაცნობა მომხმარებლებისთვის;
** სალაროსა და ანგარიშსწორებების წარმოება და სისტემაში ასახვა;
** ჯგუფურ ვარჯიშებზე მომხმარებლების ჩაწერა;
** სატელეფონო ზარებზე, სოციალურ ქსელებსა და ონლაინ შეტყობინებებზე პასუხი;
** დარბაზის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მონიტორინგი;
** კომპანიის შიდა სტანდარტებისა და მომსახურების წესების დაცვა.
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** მომხმარებელზე ორიენტირებული და მეგობრული დამოკიდებულება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel);
** ინგლისური ენის საბაზისო / სალაპარაკო დონე;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პირობები:
** ცვლადი გრაფიკი (დილის და საღამოს ცვლები);
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები);
** სამუშაო ადგილი: დიღომი, ამერიკის საელჩოს უკან, "მწვანე ალმასის" კომპლექსი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** უფასო სავარჯიშო აბონემენტი FORMAT FIT-ში;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპეციალური ფასდაკლებები კომპანიის სერვისებზე;
** მეგობრული, ენერგიული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: info@formatfit.ge და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|