|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Finway
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
ბუღალტრული მომსახურების კომპანია "Finway" ეძებს ბუღალტერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და იმუშავებს სხვადასხვა პროფილის კლიენტებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული კანდიდატი.
ლოკაცია: თბილისი, გურამიშვილის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების ბუღალტრული აღრიცხვის სრულყოფილად წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა (დღგ, მოგება, ქონება და სხვა);
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** საბანკო ოპერაციების და ხელფასების აღრიცხვა;
** კლიენტებთან კომუნიკაცია და ბუღალტრული კონსულტაციების გაწევა;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ბუღალტრად მუშაობის მიმართულებით;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
** RS.ge-სთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** Excel-ის კარგი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და დროის მართვის უნარი;
** რამდენიმე კლიენტზე ერთდროულად მუშაობის გამოცდილება.
ანაზღაურება: 1800-2500 ლარი (net) — გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიულ განვითარებას;
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას.
დამატებითი ინფორმაცია განაცხადისთვის:
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეფექტური და კომფორტული თანამშრომლობა ორივე მხარისთვის.
გთხოვთ, განაცხადი გამოაგზავნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გაქვთ ბუღალტრად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
CV-ის გამოგზავნისას გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ:
** ელფოსტის სათაურში — თქვენი გამოცდილების წლები (მაგ.: ბუღალტერი - 3 წელი);
** წერილში — თქვენი სასურველი ანაზღაურების დიაპაზონი.
არასრული განაცხადები არ განიხილება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: finway1@yahoo.com.
|
|
|
|