Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=693525&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, სამეგრელო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Nature Group
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
ფარმაცევტული კომპანია "Nature Group"-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამეგრელოში.

სამუშაო განაკვეთი: სრული 9:30-დან 18:00 საათამდე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით

სამუშაო აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებსა და აფთიაქებში.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება-დამუშავება-დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა

საგამოცდო პერიოდი: 3-6 თვე საწყისი ანაზღაურება კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე Geo.naturegroup@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია