Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=693463&print=yes&view=jobs
 
საინფორმაციო ტექნოლოგიების რისკის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო ტექნოლოგიების რისკის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს საპენსიო ფონდი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს რისკების კონტროლის დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების რისკის კონტროლის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება IT რისკების მართვასა და კონტროლის, IT აუდიტის, მონაცემთა უსაფრთხოების ტექნიკური კონტროლის ან შესაბამის სფეროში.
** ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** პროფესიული სერტიფიკატი ჩაითვლება დამატებით უპირატესობად, მაგალითად როგორიცაა: Certified Information Systems Security Professional (CISSP), Certified Information Security Manager (CISM), Certified Information Systems Auditor (CISA) ან სხვა მსგავსი;
** რისკის შეფასების მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტებისა და ტექნიკის ცოდნა;
** მარეგულირებელი მოთხოვნებისა და ინდუსტრიის საუკეთესო სტანდარტების ცოდნა IT რისკის მართვისა და კონტროლის ან IT აუდიტის, როგორიცაა NIST, ISO და COBIT ჩაითვლება უპირატესობად.
** SIEM, DLP, PAM-ის კონფიგურაციის, მხარდაჭერის და მონიტორინგის გამოცდილება.
** SQL Server-სა და .NET პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (როგორც ვერბალური, ასევე წერითი). სხვა მოთხოვნები:
** ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი, პრიორიტეტების მართვა და ვადების შესრულების უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღება და სიზუსტე ანგარიშგების მომზადების დროს;

ფუნქცია-მოვალეობები:

** IT რისკების ტექნიკური კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის შექმნა და დახვეწა.
** IT რისკების იდენტიფიცირება, IT პროცესების ტექნიკური შემოწმების გზით.
** IT სისტემების, აპლიკაციების და ინფრასტრუქტურის რისკების შეფასება რათა მოახდინოს სუსტი მხარეების აღმოჩენა და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები მათ გამოსასწორებლად;
** დაგეგმოს და ჩაატაროს ე. წ. IT აუდიტი შიდა კონტროლების ეფექტიანობის, კანონთან, რეგულაციებთან, ორგანიზაციის პოლიტიკებთან და პროცედურებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
** ტექნიკურად აკონტროლოს სხვადასხვა პროცესები SIEM, DLP, PAM, MDM, Vulnerability Scanner, Data Classification პროგრამული უზრუნველყოფების მეშვეობით;
** ტექნოლოგიურ ჭრილში შეამოწმოს ფონდში არსებული ინფრასტრუქტურული კონტროლის მექანიზმები, როგორიცაა - WAF, FIREWALL, ანტივირუსი და სხვა კონტროლის მექანიზმების ოპტიმალურად გამოყენება და აღმოაჩინოს შესაბამისი რისკის შემცველი მოვლენები;
** ითანამშრომლოს IT დეპარტამენტთან, რათა უზრუნველყოს IT სერვისებისა და სისტემების უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა, მათ შორის მონაცემების, ქსელების, აპლიკაციების და აპარატურის;
** ფონდის ინფრასტრუქტურაში არსებული ტექნიკური მოწყობილობების ექსპლუატაციის და ვარგისიანობის შემოწმება და გაზომვა;
** ითანამშრომლოს ბიზნეს სტრუქტურულ ერთეულებთან და IT დეპარტამენტთან ინციდენტებზე რეაგირების, ინციდენტთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის, პროცედურების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში;
** ადევნოს თვალყური ინდუსტრიის ტენდენციების, ტექნოლოგიებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესახებ სიახლეებს, რომლებიც დაკავშირებულია IT რისკის მართვასა და კონტროლთან;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 12 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია