|
დასახელება:
შრომის და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს საპენსიო ფონდი
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 იანვარი
|
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შრომის და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება აუდიტის, ფინანსების, ეკონომიკის ან სამართალმცოდნეობის მიმართულებით.
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი სერთიფიკატი, გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სრული აკრედიტირებული პროგრამის ფარგლებში.
** სამუშაო გამოცდილება რისკების მართვისა და კონტროლის, აუდიტის, ზედამხედველობისა ან/და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი.
** სამუშაო გამოცდილება რისკების მართვისა და კონტროლის, აუდიტის, ზედამხედველობისა ან/და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** საერთაშორისო ან/და ადგილობრივი უსაფრთხოების სტანდარტებისა და მოთხოვნების ცოდნა, მათ შორის (ISO 27001 - Physical Security controls) ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
სხვა მოთხოვნები:
** დაკვირვებულობა და ყურადღების მაღალი კონცენტრაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
** სტრესულ და გადაუდებელ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** დისციპლინა და შიდა წესების მკაცრი დაცვა;
** კომუნიკაციის, თავაზიანი მოქცევისა და პროფესიული ურთიერთობის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდთან კოორდინაციით მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტების დაცვა. ფუნქცია-მოვალეობები:
** ფონდში შემუშავდეს შრომის და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის პოლიტიკა და პროცედურები.
** ფონდში დაინერგოს შრომის და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის პოლიტიკით განსაზღვრული წესები.
** ფონდში შრომის და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის სისტემის შესწავლა და რისკების იდენტიფიცირება.
** ფონდში არსებული შრომის და ფიზიკური უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტთან შედარება და შეუსაბამობების გამოვლენა.
** ფონდისთვის რეკომენდაციების მიცემა, იმის შესახებ თუ რა კონტროლის მექანიზმების დანერგვა უნდა მოხდეს და რა პროცედურული, ტექნოლოგიური და დოკუმენტალური ცვლილებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ფონდს შრომის და ფიზიკური უსაფრთხოების სისტემა მოვიდეს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტთან მაქსიმალურად შესაბამისობაში.
** ყოველდღიური მუშაობა ფონდში შრომის და ფიზიკური უსაფრთხოების სათანადო კონტროლის უზრუნველსაყოფად და შესაბამისი რისკის ბარათების მომზადება, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება რისკების იდენტიფიცირებით, მონიტორინგით და საჭირო რეკომენდაციების შემუშავებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|