|
დასახელება:
შეფ-მზარეული
|
| მომწოდებელი:
ფიტმილი
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
ჯანსაღი კვების კომპანია "ფიტ მილი" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი, გაზაფხულის 13
სამუშაო განაკვეთი - სრული
ანაზღაურება - 3500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოს საქმიანობის ზოგადი გეგმის შემუშავება;
** სამზარეულოს პერსონალის შერჩევა;
** სამზარეულოს პერსონალის საქმიანობის ანალიზი, მათი ფუნქციების განსაზღვრა, დავალებებისა და პასუხისმგებლობის განაწილება;
** სამზარეულოს პერსონალის ცვლებში მუშაობის საერთო წესის განსაზღვრა;
** კერძების მომზადება, გაფორმება;
** კერძების/პროდუქტების ხარისხის შემოწმება;
** უხარისხო პროდუქტის აღრიცხვა/ ჩამოწერების წარმოება/კონტროლი;
** ყოველდღიური მენიუს ანალიზი;
** შეკვეთების განხილვა, კონტროლი;
** მიზანპლასების მომზადება;
** რეცეპტების შემუშავება, მენიუს თითოეული კერძის დამზადების ტექნოლოგიის ჩათვლით;
** ინვენტარიზაცია;
** პროდუქტების შეკვეთა მომწოდებლებთან;
** პროდუქტების შენახვა;
** სათავსოების, საცავების დალაგების, ტექნიკისა და მოწყობილობების გაწმენდის კონტროლი;
** ჭურჭლის, სამუშაო ინვენტარისა და მოწყობილობების რეცხვის ყოველდღიური კონტროლი;
** სამზარეულოს პროდუქციის გამოსავლიანობის ანალიზი;
** სამზარეულოში ჰიგიენის წესების დაცვის კონტროლი;
** სამზარეულოს საქმიანობის ხარისხის კონტროლი.
** სამზარეულოს მოწყობილობისა და ტექნიკის ყოველდღიური მოვლისა და აგრეთვე პროდუქტების შენახვის სპეციალური გეგმის შედგენა;
** სამზარეულოს დანადგარებისა და ტექნოლოგიის, უმი პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, საკვებისა და სასმელების მოწყობილობის შერჩევა/შეძენა;
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
** სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება/აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბრენდ-შეფის ან აღმასრულებელი შეფ-მზარეულის პოზიციაზე;
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა;
** ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული და კომუნიკაციური უნარები
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@fitmeal.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|