Робота для біженців з України
გროუს მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გროუს მარკეტერი
მომწოდებელი: Growth Hunters
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
"Growth Hunters"-ში ვეძებთ მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ Growth Marketer-ს, რომელიც ჩაიბარებს, უხელმძღვანელებს და გაზრდის სააგენტოში არსებულ რამდენიმე პროექტს.

"Growth Hunters" არის დინამიკური და სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც გროუს მარკეტინგის და ჰაკინგის კულტურით ავითარებს კომპანიებს და მათ შედეგებს.

იხ. კომპანიის პორტფოლიო.

დეტალები, რომლებიც დაგაინტერესებს:

ანაზღაურება: 1500-2500 ლარი

სამუშაო გრაფიკი:

** Full time / On-site (ორშაბათი-პარასკევი) 11:00-19:00 სთ (1 სთ შესვენება) - პირველი 3 თვე
** 3 თვის შემდგომ ჰიბრიდული, კვირაში 3 დღე ოფისში (მოლაპარაკების საფუძველზე)
** სამუშაო მდებარეობა: ვაკე, მოსაშვილის ქ.

შენი სამუშაო სპეციფიკა იქნება:

** პარტნიორი კომპანიებისთვის ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ზრდის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება კომპანიის სახელით;
** პარტნიორთან ქონთენთისა თუ საჭირო მასალის გაზიარება, დადასტურება, უკუკავშირის მიღება და გუნდში ინფორმაციის გავრცელება;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის ანალიზი და ოპტიმიზაცია გუნდთან ერთად, თასქების დელეგირება და კონტროლი;
** ყოველთვიური პოსტინგ კალენდრების მომზადება და გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია თითოეული პროექტის ჭრილში;
** გადაღებების დაორგანიზება და მეთვალყურეობა, საჭიროების შემთხვევაში ვიდეოგრაფთან ერთად გადაღებაზე დასწრება;
** ახალი პარტნიორებისთვის Ხხელშეკრულების მომზადება, არსებული პარტნიორებისთვის საჭიროების შემთხვევაში განახლება და მათთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** კომპეტენციის ფარგლებში პოზიციის შესაბამისად სხვა დავალებების შესრულება.

რა მოლოდინები გვაქვს შენგან:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული პროექტების მართვაში
** გამოცდილება Prompt-ებით ურთიერთობაში LLM მოდელებთან
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე

თუ გინდა შემოუერთდე ჩვენს გუნდს და გაქვს საჭირო გამოცდილება გადადი ბმულზე: https://forms.gle/VTjrahn627HBwGY39

ბმულის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები და შეინახოს 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე