|
დასახელება:
მასტერ-ბარისტა
|
| მომწოდებელი:
მასტერ კოფი
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
"მასტერ კოფი" აცხადებს ვაკანსიას კაფეების ქსელ "კოფისტა"-ში მასტერ-ბარისტას პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "ისთ - ფოინთი";
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი ცვლადი სამუშაო გრაფიკი (მოიცავს 1 საათიან შესვენებას);
სამუშაო დრო: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
ანაზღაურება: 1100ლ (+ ბონუსი 200ლ);
ფუნქცია-მოვალეობები:
** მოწესრიგებულად და დროულად გამოცხადება სამსახურში;
** მენიუში გაწერილი ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა, მომხმარებლისთვის სწორად წარდგენა და რეკომენდაციის გაწევა ;
** შეკვეთების მიღება და დროული მომზადება;
** ყავისა და ცხელი/ცივი სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სენდვიჩების აწყობა;
** სალარო ოპერაციების შესრულება;
** ობიექტზე არსებული პროგრამის სრულყოფილად ფლობა;
** შესასყიდი პროდუქციის და მომარაგების პროცესის მართვა;
** ყოველი თვის ბოლოს ობიექტის აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლი, მათი გრაფიკების გაწერა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** მეგობრული;
** პუნქტუალური;
კომპანია თავის მხრივ მზად არის, დაატრეინინგოს განვითარებაზე ორიენტირებული, შრომისმოყვარე ტალანტები, შეასწავლოს სრულფასოვნად ყავის მომზადების ტექნიკები მაღალი პროფესიონალური სტანდარტების გათვალისწინებით, შეუქმნას სასიამოვნო, მეგობრული გარემო, სტაბილური ანაზღაურების პირობით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მასტერ-ბარისტა (ისთ-ფოინთი).
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|