|
დასახელება:
HR მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მასტერ კოფი
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
ამ ეტაპზე "მასტერ კოფი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - ორშაბათი-პარასკევი /10:00-18:00;
ანაზღაურება: 2500 ლარი (ნეტ) ;
სამუშაო ადგილი: დ. სარაჯიშვილის გამზირი;
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** რეკრუტინგის სრული ციკლის ორგანიზება;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციის (ონბორდინგის) პროცესის ორგანიზება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და HR დოკუმენტაციის მართვა;
** HR პროცესების მართვა Selfy პროგრამის გამოყენებით;
** შიდა წესების, პოლიტიკებისა და პროცედურების დანერგვა და კონტროლი;
** თანამშრომელთა შეფასების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
** თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია და შიდა კლიმატზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ადამიანური რესურსების მართვის, ფსიქოლოგიის ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR მიმართულებით;
** Selfy HR სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** თანამედროვე ონლაინ HR ინსტრუმენტებისა და პლატფორმების ეფექტური გამოყენების გამოცდილება (LinkedIn, HR პლატფორმები);
** შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს მეგობრულ გუნდში;
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაო პროცესს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ საფოსტო მისამართზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "HR მენეჯერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|