Робота для біженців з України
ბარისტა - ისთ ფოინთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

"მასტერ კოფი" აცხადებს ვაკანსიას კაფეების ქსელ "კოფისტა"-ში ბარისტას პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი"
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი ცვლადი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენებით);
სამუშაო დრო: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
ანაზღაურება: 900 ლარი (+ ბონუსი 200 ლარი);

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოწესრიგებულად და დროულად გამოცხადება სამსახურში;
** მენიუში გაწერილი ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა, მომხმარებლისთვის სწორად წარდგენა და რეკომენდაციის გაწევა;
** შეკვეთების მიღება და დროული მომზადება;
** ყავისა და ცხელი/ცივი სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სენდვიჩების აწყობა;
** სალარო ოპერაციების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება არ არის სავალდებულო;

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:

** განვითარებაზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** მეგობრული;
** პუნქტუალური;

კომპანია თავის მხრივ მზად არის, დაატრეინინგოს განვითარებაზე ორიენტირებული, შრომისმოყვარე ტალანტები, შეასწავლოს სრულფასოვნად ყავის მომზადების ტექნიკები მაღალი პროფესიონალური სტანდარტების გათვალისწინებით, შეუქმნას სასიამოვნო, მეგობრული გარემო, სტაბილური ანაზღაურების პირობით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბარისტა (ისთ-ფოინთი).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე