Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=693378&print=yes&view=jobs
 
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
მეამა ფრენშაიზის ერთ-ერთ ფილიალში ვეძებთ ბარისტებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია.

მეამა ფრენშაიზი არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც "მეამას" კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილს.

** ლოკაცია: თბილისი (ჩუღურეთის ტერიტორია), მარჯანიშვილის მეტროდან 5 წუთის სავალზე.
** დილის ცვლა 08:30-15:30; საღამოს ცვლა 15:30-22:30; ცვალებადი გრაფიკი კვირაში 5 დღე, 7 საათი;
** დასაქმების შემდეგ, შესაძლებლობა გაქვს, რომ გაიარო სრულად დაფინანსებული ტრენინგ-კურსი და მიიღო MEAMA ფრენშაიზის სერტიფიკატი;
** ანაზღაურება 800-დან + საბონუსე სისტება;

კვალიფიკაცია და უნარები:

** ინგლისური ენის, მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სწრაფი და მაღალი კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და დისციპლინა;

მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. თუ არ გაქვს ბარისტის გამოცდილება გესაჭიროება მონდომება, სურვილი და ინტერესი!

ტრეინინგების პროცესში სრულად შეისწავლით ყავისა და ჩაის კულტურას, მრავალფეროვანი და მეამას უნიკალური სასმელების მომზადებასა და მომზადების ტექნიკას, სერვისს, კომუნიკაციას და სხვა საჭირო უნარებს — რაც წარმატებული ბარისტისთვისაა საჭირო.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: khuroshvilinatali@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებები!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია