Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=693375&print=yes&view=jobs
 
გენერალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: შოკოლადის მწარმოებელი კომპანია
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი სტარტაპი - პრემიუმ კლასის შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ შოკოლადის ნაწარმს. კომპანია ფლობს სრულ წარმოების ციკლს, საცალო მაღაზიების ქსელის და სადისტრიბუციო ხაზს. ჩვენი მიზანია უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა როგორც საცალო, ისე სადისტრიბუციო სეგმენტში.

ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც გახდება კომპანიის ბირთვი და უზრუნველყოფს ყველა პროცესის გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებას.

ძირითადი მოვალეობები/სამუშაოს აღწერა:

** საწარმოო პროცესების უზრუნველყოფა - წარმოების უწყვეტი და ეფექტიანი მუშაობის კონტროლი
** გაყიდვების არხების მართვა - საცალო და სადისტრიბუციო არხების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი
** ბიზნესის განვითარება - ახალი ბიზნეს იდეების შემუშავება და ინიცირება, პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმოება, საერთაშორისო პრაქტიკების შესწავლა და ადაპტირება
** დეპარტამენტთაშორისი კოორდინაცია - წარმოების, გაყიდვების, ლოჯისტიკისა და ფინანსების დეპარტამენტებთან ეფექტური კავშირის დამყარება
** სისტემების ციფრული მართვა - ყველა პროცესის სწორად და სისტემატურად ასახვა ERP პროგრამაში, ანალიტიკის უზრუნველყოფა
** პროცესების ოპტიმიზაცია - არსებული სამუშაო სისტემების მუდმივი გაუმჯობესება და ეფექტურობის ამაღლება
** სტრატეგიული დაგეგმვა - კომპანიის განვითარების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელება
** ბიუჯეტის კონტროლი - დანახარჯების მონიტორინგი და რესურსების ეფექტიანი განაწილება
** შესყიდვების უზრუნველყოფა - როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე
** გუნდის მართვა და განვითარება - დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი და სამუშაოს ხარისხის უზრუნველყოფა, რეგულარული შეხვედრების ჩატარება პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის მიზნით, თანამშრომლების შერჩევის, ადაპტირებისა და შეფასების პროცესებში აქტიური მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მსგავს სფეროში
** მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება მმართველ პოზიციაზე
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო ცოდნა
** გამოცდილება საწარმოო და/ან საცალო/სადისტრიბუციო ვაჭრობის კომპანიაში
** ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფინანსური მენეჯმენტის ცოდნა
** საოპერაციო პროცესების მართვისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება
** სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიზნეს ანალიზის უნარები
** გუნდის მართვისა და განვითარების გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** სისტემური აზროვნება - პროცესების სრულყოფილად დანახვისა და სტრუქტურირების უნარი
** ლიდერობის უნარები - გუნდის შთაგონებისა და კოორდინაციის შესაძლებლობა
** ეფექტურობაზე ორიენტირება - მუდმივი სწრაფვა პროცესების გაუმჯობესებისკენ
** ანალიტიკური აზროვნება - მონაცემების ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** მულტიტასკინგი - რამდენიმე მიმართულების ერთდროულად მართვის შესაძლებლობა
** კომუნიკაბელურობა - ეფექტიანი კომუნიკაცია ყველა დონეზე
** პასუხისმგებლობა - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის მიმართ ერთგულება
** პროაქტიულობა - პრობლემების წინასწარ პროგნოზირებისა და თავიდან აცილების უნარი
** მოქნილობა - სწრაფი რეაგირება ცვლილებებზე და ახალი გამოწვევების მიღება
** დეტალებზე ორიენტირება - ყურადღება დეტალებისადმი სისტემის სიზუსტის უზრუნველსაყოფად

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე)
ანაზღაურება: 3000 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე info@chocotella.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია