|
დასახელება:
გრაფიკული დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
მეგობრობა
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
სამშენებლო კომპანია მეგობრობა ეძებს კრეატიულ და პასუხისმგებლიან გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და ჩაერთვება ბრენდის ვიზუალური კომუნიკაციის განვითარებაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი 66ა.
განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
მოვალეობები:
** მარკეტინგული კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შექმნა (სოციალური მედია, ციფრული და ბეჭდური);
** შექმნილი ვიზუალების სიზუსტისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** მარკეტინგისა და კონტენტის გუნდთან ერთად იდეების განვითარება და მათი რეალიზაცია;
** ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვა და განვითარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustarator;
|** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კრეატიული აზროვნება;
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ლინკზე: https://b24-y3fjin.bitrix24.site/crm_form_0xhf3/
|
|
|
|