Робота для біженців з України
საწყობის ანალიტიკოსი - გამარჯვება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ჩემი სახლი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
შპს "ჩემი სახლი" აერთიანებს ავეჯის და დეკორის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "ლაბორატორია ჩემი სახლი", "Naterial", "კარე", "Sleep&Bed", Icrhomebatumi და ონლაინ მაღაზია ICRHOME

კომპანია შპს "ჩემი სახლი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფელი გამარჯვება (აუთლეტ ვილიჯთან ახლოს)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 08:00-17:00 (1 საათი შესვენება)
ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია უახლოეს მეტროსადგურამდე
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის ანალიტიკოსი პასუხისმგებელია საწყობის მონაცემების შეგროვებაზე, ანალიზსა და ინტერპრეტაციაზე, რათა უზრუნველყოს მარაგების ოპტიმალური მართვა და მომარაგების ჯაჭვის ეფექტურობა.
** საწყობში მიღებული ტვირთის პროგრამული დამისამართება
** საწყობიდან გამავალი პროდუქციის სიების მომზადება შესაბამისი რგოლებისთვის
** საწყობში არსებული პროცესების პროგრამული მხარდაჭერა
** საწყობში არსებული პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება
** საწყობის შიდა პროცესების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დისციპლინირებული.
** განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: vacancymyhome@icr.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ანალიტიკოსი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ჩემი სახლი" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე