|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო სფლენდიდ თბილისი
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
"ჰიტეკო ჯგუფ"-ში შემავალი სასტუმრო Hotel Splendid Tbilisi ეძებს გუნდის წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სასტუმროს მოკლე აღწერილობა: 27 სასტუმრო ნომერი; რესტორანი; საკონფერენციო დარბაზი; გარე საცურაო აუზი; ფიტნესი და საუნა;
სასტუმროს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვიტალი დარასელიას ქ.#4;
პოზიციის ძირითადი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები გაყიდვებიდან
პოზიციის აღწერა:
სასტუმრო ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც აქტიურად იმუშავებს კორპორატიულ და ინდივიდუალურ გაყიდვებზე, დაამყარებს ახალ ბიზნეს-კონტაქტებს და ხელს შეუწყობს სასტუმროს შემოსავლების ზრდას.
მთავარი მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** შემომავალი მოთხოვნების დამუშავება და შეთავაზებების მომზადება;
** კორპორატიულ პარტნიორებთან რეგულარული კომუნიკაცია;
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი.
საჭირო უნარები და მოთხოვნები:
** სავალდებულოა სასტუმროში მუშაობის გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — აუცილებელია;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების კარგი უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, CRM).
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსები შედეგების მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@splendidtbilisi.com და ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: info@splendidtbilisi.com
|
|
|
|