Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=693355&print=yes&view=jobs
 
ჩამსხმელი ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩამსხმელი ოპერატორი
მომწოდებელი: ლუკოილ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
"ლუკოილ-ჯორჯია" 2002 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.

მას შემდეგ კომპანია მუდმივად აფართოებს საქმიანობას როგორც სამომხმარებლო, ისე კორპორაციულ სექტორებში. საწვავის იმპორტისა და რეალიზაციის გარდა, კომპანია საქართველოში "ლუკოილის" საავტომობილო ზეთების იმპორტსაც
უზრუნველყოფს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვა.

ჩვენ წარმოგიდგენთ ვაკანსიას: ჩამსხმელი ოპერატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი ცვლა - ყოველ მესამე დღეს, თვეში 10-11 სამუშაო დღე;
** ანაზღაურება: 840 ლარი.

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** სადაზღვევო პაკეტი;
** რეფერალური პროგრამა;
** დამატებითი ცვლების ანაზღაურება 125%-იანი ტარიფით;
** სახელმწიფო დასვენების დღეებში - ორმაგი ანაზღაურება;
** კვარტალური ბონუსები;

ძირითადი მოვალეობები:

** საწვავის რეალიზაცია ორგანიზაციაში არსებული ფორმით და წესების დაცვით;
** მომხმარებლის მომსახურება არსებული სტანდარტების დაცვით;
** სალარო ოპერაციების შესრულება და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** შრომის უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა და სისწრაფე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@lukoil.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 999 444

პერსონალური მონაცემების დაცვის შენიშვნა:

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს). მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დაცვის სრული დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია