Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=693276&print=yes&view=jobs
 
პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შერჩევის პროცესის დაგეგმვა და სრული ციკლის მართვა თითოეული პოზიციის სპეციფიკის გათვალისწინებით;
** ადამიანური რესურსების ადმინისტრირების პროცესის მართვა;
** ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესებში ჩართულობა, შესაბამისი მონაცემების დამუშავება და წარდგენა;
** პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგების დაგეგმვა/განხორციელება;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
** პერსონალის მართვის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა პროექტების ინიციირება, დაგეგმვა და განხორციელება;
** მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
** სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე ** მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა;
** საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
** უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი აქტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ვერბალური) არანაკლებ B2 + დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:

** შედეგზე ორიენტაციის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინფორმაციის გაზიარების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** შერჩევის, შეფასებისა და უკუკავშირის ეფექტურად გაზიარების უნარი.

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულმა პირებმა 20 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია