Робота для біженців з України
სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სამართლის (საბაკალავრო/სამაგისტრო) საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსობრივი განვითარება;
** სილაბუსების მონიტორინგი და განახლების ორგანიზება;
** პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებთან;
** წლიური ანგარიშებისა და თვითშეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
** აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში მონაწილეობა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** სტაჟირების ობიექტებთან და დამსაქმებლებთან კომუნიკაცია;
** სასწავლო და საგამოცდო პროცესების კოორდინაცია;
** სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან უკუკავშირის მიღება და ანალიზი;
** საგრანტო პროექტების მოძიება, სტუდენტური კვლევითი მუშაობის მხარდაჭერა და საჯარო აქტივობების ინიციირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დოქტორის ან მასთან გათანასწორებული ხარისხი შესაბამისი მიმართულებით;
** სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება განათლების სფეროში (მინიმუმ 1 წლიანი ხელმძღვანელობითი გამოცდილება);
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
** უმაღლესი განათლების მარეგულირებელი აქტების ცოდნა;
** უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა;
** ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** CV-ების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულმა პირებმა 20 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე