Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: IDEA
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტიორი შპს "იდეა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი
სამუშაოს გრაფიკი: სრული; დასვენების დღეები: კვირაში ორი დღე;
ანაზღაურება: 1700 ლარიდან (შეთანხმებით).

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა, დასაწყობება და აღრიცხვის (დანაკლისების და მეტობის აღრიცხვა) შედეგების მიწოდება ხელმძღვანელობისათვის;
** გამოწერილი ინვოისის საფუძველზე პროდუქციის გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ფილიალებიდან და საწყობიდან პროდუქციის გამოწერა ან/და გადაწერა/გადაადგილების დოკუმენტის შექმნა;
** კომპანიის ფუნქციონირებისთვის საჭირო პროდუქციის გაცემა, ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** დანაკლისი და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისთვის;
** გეგმურად ან/და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს საწყობში არსებული პროდუქციის აღრიცხვა და აღრიცხული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის მიწოდება;
** საწყობში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;
** საწყობის ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანცელარიო და სამეურნეო პროდუქციის დროული მოთხოვნა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე სამუშაოს განაწილება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ სამუშაო სტანდარტების დაცვისა და სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადების კონტროლი.;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ სამუშაო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის კონტროლი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია სასაწყობო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება 1C პროგრამაში სამუშაო გამოცდილების მქონე კადრს.

დამსაქმებლის ბენეფიტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: vacancy@bsmg.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე