Робота для біженців з України
სოციალური მედიისა და ცხელი ხაზის ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიისა და ცხელი ხაზის ოპერატორი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
შპს "მაქსიმა" (კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს) აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და ცხელი ხაზის ოპერატორის თანამდებობაზე.

პირობები:

** სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
** სამუშაო საათები: 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე;
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
** ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N109;
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
** სტაბილური სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

ჩვენი ბენეფიტი:

** კომპანია უზრუნველყოფს კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის გამართული ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
** უცხო ენის ცოდნა — სავალდებულო (ინგლისური ან რუსული ჩაითვლება უპირატესობად);
** განვითარებული კომუნიკაციის უნარები;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** Facebook, Instagram და TikTok-ზე შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი
** კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიღება და დამუშავება
** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ზუსტად და კორექტულად მიწოდება
** მომხმარებლის გადამისამართება შესაბამის განყოფილებასთან საჭიროების შემთხვევაში
** კომუნიკაციის წარმოება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზების უნარი;
** თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "სოციალური მედიის სპეციალისტი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე