|
დასახელება:
მხარდაჭერის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
არესემ საქართველო სოლუშენსი
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 31 იანვარი
|
კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"არესემ საქართველო სოლუშენსი" მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის ვენდოორის, SAP-ის პარტნიორია. კომპანია ახორციელებს ERP გადაწყვეტილება SAP-ის იმპლემენტაციას, სისტემის, რომელიც აერთიანებს და უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირებას.
SAP-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გარდა, კომპანია ასევე ქმნის დამოუკიდებელ პროგრამულ პროექტებაც, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან ბიზნეს მოთხოვნებზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მომხმარებლების მხარდაჭერა დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;
** მომხმარებელთა პრობლემური საკითხების მიღება და პირველადი დამუშავება;
** საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
** საჭიროების შემთხვევაში საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება ხელმძღვანელის კოორდინაციით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართულ ენაზე გამართულად წერისა და საუბრის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ფინანსების საბაზისო დონეზე ცოდნა/ინტერესი ფინანსების სფეროს მიმართ.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ენთუზიაზმი და სწრაფვა ახალი ცოდნის მიმართ.
გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული და ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე career@rsm.ge 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|