Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფენიქსი პროექტირების მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
კომპანია შპს "ფენიქსი-პროექტირების მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია ახორციელებს სამშენებლო მასალების იმპორტს საზღვარგარეთიდან და მის რეალიზაციას.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მიხა ხელაშვილის ქ. 31.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის შესახებ კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** ახალი კლიენტების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება და პროდუქტის შეთავაზება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების მონიტორინგი;
** სოციალური ქსელის მონიტორინგი;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office, Excel ცოდნა;
** მათემატიკური უნარ - ჩვევები;
** უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური);
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ; შაბათი: 10:00-16:00 სთ.
ანაზღაურება: 2551.02 ლარი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 08 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით ელექტრონულ მისამართზე: lawyer@phoenixpm.ge. გთხოვთ, საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე