|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მედიქალ ვორლდი
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აპარატურის იმპორტს. ორგანიზაციის მისია თანამედროვე სამედიცინო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, სრული და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფაა. კომპანიის პერსონალი დაკომპლექტებულია მაღალკვლიფიციური ინჟინრებით და მისი ძირითადი პრიორიტეტი თანამედროვე და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურის იმპორტია.
"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ. N3;
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00);
ანაზღაურება: განისაზღვრება 1200 ლარიდან (გამოცდილების მიხედვით).
სამუშაოს აღწერა:
** საჭირო ინვენტარის შეკვეთა/მოწოდების დაგეგმვა, ორგანიზება.
** ელექტრონული ფოსტის სისტემატური კონტროლი;
** ორგანიზაციის სატელეფონო ნომერზე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა;
** კომპანიაში მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესების სრული მართვა (შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება);
** თანამშრომელთა პირადი საქმეების ადმინისტრირება;
** კომპანიის ადმინისტრაციის სხვა დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით);
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენთან დაგხვდებათ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** ბენეფიტები: -50%-იანი ფასდაკლება ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).
კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.mworld.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|