Робота для біженців з України
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო აღწერილობა:

** საერთაშორისო და ლოკალური პარტნიორების მოძიება, ურთიერთობის დამყარება, პროცესის მართვა და განვითარების მიმართულებების განსაზღვრა;
** მიმდინარე და ახალი პროექტების სრული ციკლის მართვა;
** ბაზრის კვლევა და საერთაშორისო ტენდენციების ანალიზი;
** განვითარების გეგმების, პრეზენტაციების, ანალიტიკური ანგარიშებისა და სამოქმედო სტრატეგიების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** დეპარტამენტის მართვა, გუნდური მუშაობის ორგანიზება;
** საერთაშორისო გამოფენებსა და ბიზნეს ღონისძიებებში კომპანიის ინტერესების წარდგენა, პარტნიორული ქსელის გაფართოება და ახალი შესაძლებლობების მოძიება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ლოგისტიკის მიმართულებით;
** 2- 4 წლის სამუშაო გამოცდილება ბიზნეს განვითარების და/ან პროექტების მართვის მიმართულებით;
** საერთაშორისო გადაზიდვების და ამანათების მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ პროფესიულ დონეზე ცოდნა; სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სტრატეგიული ხედვისა და ანალიტიკური ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ინექს გრუპი გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კარიერულ განვითარებასა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** დინამიკურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.

ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე