|
დასახელება:
მოლარე/ოპერატორი/კონტროლი
|
| მომწოდებელი:
Cavea Cinemas
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
კინოთეატრების ქსელი "კავეა", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში", დ. აღმაშენებლის #213-ში ეძებს თანამშრომლებს მომსახურე პერსონალის, კერძოდ: მოლარე/ოპერატორი/კონტროლის პოზიციაზე
პოზიციის მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კინოთეატრის პროდუქციაზე და სერვისებზე; მომხმარებლის დაკვალიანება.
** პროდუქციის/სერვისის გაყიდვა და სალარო პროგრამაში დაფიქსირება.
** მომხმარებლის ბილეთების ვალიდაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B1+ დონეზე
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში
** უპირატესობა მიენიჭება საოფისე პროგრამების ცოდნას
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სიახლეებთან ადვილი ადაპტაცია
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო დრო: კვირაში 4-დღე, სრული განაკვეთი, ცვლის მიხედვით.
** დასვენება: კვირაში - 3 დღე, ცვლის მიხედვით.
რატომ ჩვენთან:
** განვითარების შესაძლებლობა
** უფასო ბილეთები შენთვის და შენი მეგობრებისთვის
** კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში მოგვაწოდეთ CV და სამოტივაციო წერილი (სასურველია) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cavea.ge
იმისთვის რომ გაადვილდეს განხილვის პროცესი, გთხოვთ წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე, ოპერატორი, კონტროლი".
შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში
|
|
|
|