Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=692322&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ამანათი
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
შპს "ამანათი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

შპს "ამანათს" ქართულ ბაზარზე ოპერირების რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს ჩინეთიდან და ამერიკიდან საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება წარმოადგენს. სერვისი მოიცავს როგორც კერძო, ასევე, კორპორაციულ შეკვეთებს მცირე და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირების მიმართულებით.

მოვალეობები: საწყობში მიღებული პროდუქციის დახარისხება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** სასურველია ექსელის ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

განრიგი:

** 1 კვირა 09:00-დან 15:00-მდე.
** 2 კვირა 15:00-დან 21:00-მდე.
** ყოველი მეორე შაბათი სამუშაო 10:00-დან 17:00-მდე.
** მდებარეობა: საბურთალო, შ. ნუცუბიძის ქ. 121 ან გლდანი პლაზა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@amanati.ge. გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელაბა - საწყობის თანამშრომელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია