Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=692319&print=yes&view=jobs
 
ბიბლიოთეკარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიბლიოთეკარი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 25 თებერვალი
შპს "მწვანე სკოლა - დიდი დიღომი" აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკარის ვაკანსიაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიბლიოთეკის სივრცის მოწყობა და ადმინისტრირება;
** ბიბლიოთეკის რესურსების აღრიცხვა და განახლება;
** ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების რეესტრის წარმოება;
** მოსწავლის ინდივიდუალური ინფორმაციული საჭიროებებიდან გამომდინარე, საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფა;
** მოსწავლეთათვის კეთილგანწყობილი და სამუშაო ატმოსფეროს შექმნა;
** ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსების მოძიებისას კონსულტაცია მოსწავლისთვის და დახმარება;
** მოსწავლისთვის სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება;
** მოსწავლისთვის კონსულტაციის გაწევა სასწავლო რესურსების ელექტრონული ბაზების გამოყენებისას;
** ბიბლიოთეკის მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბიბლიოთეკო საქმისმცოდნეობა);
** ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, PowerPoint, Google platforms);

ქცევითი კომპეტენციები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოტივირებულობა
** ინფორმაციის დახარისხების უნარი
** ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეთიკურობა და კეთილსინდისიერება

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი - სრული (კვირაში 40 საათი), ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00 საათი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 25 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@greenschool.org.ge. წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ "ბიბლიოთეკარი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია