Робота для біженців з України
სავაჭრო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: ესპრესო ჯორჯია
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
"ESPRESSO GEORGIA" არის ყავის მარცვლის, პრემიუმ ხარისხის სიროფების, ტოპინგების, კოქტეილების დანამატების, ცივი, თუ ცხელი სასმელების მოსამზადებელი ნედლეულის იმპორტიორი.

"ESPRESSO GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას თბილისში (მარჯვენა სანაპირო) სავაჭრო აგენტის (ვენსეილერის) პოზიციაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 + ბონუსი.
საშუალოდ ჯამური ხელფასი: 2500-3000 ლარი.
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** აქტიური, თავაზიანი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ფუნქციები:

** ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: Espressogeorgia2006@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე