Робота для біженців з України
საერთაშორისო გაყიდვების და ლოგისტიკის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო გაყიდვების და ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: პალატი
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზმიაშვილის 4 ;
ანაზღაურება - 2000 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა;
** ექსპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ლოგისტიკის ჯაჭვის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზრის ანალიზის საფუძველზე, ახალი კლიენტების მოძიება და არსებულის პორტფელის მართვა;
** არსებული გაყიდვების პოლიტიკის შესაბამისად, კლიენტებისთვის პირობების მორგება;
** მოლაპარაკებების წარმართვა ყველა დონეზე უშუალო ზედამხედველობის ქვეშ;
** პროგრამაში მუშაობა, ინფორმაციის ანალიზი და რეპორტების წარმოება;
** "გაყიდვიდან - კლიენტთან მიწოდებამდე" პროცესის ზედამხედველობა;
** შესაბამისი გადამზიდი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკება და ლოჯისტიკის პროცესის მეთვალყურეობა;
** პროდუქციის ექსპორტზე გაშვების უზრუნველყოფა საჭირო დოკუმენტაციით;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან წამოსული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე