|
დასახელება:
SINSAY-ს ცვლის უფროსი
|
| მომწოდებელი:
LPP Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 06 თებერვალი
|
ჩვენ ვართ "LPP" — პოლონური კომპანია, რომელიც 1991 წლიდან ეხმარება მომხმარებლებს გამოხატონ საკუთარი ემოციები და აისრულონ ოცნებები საკუთარი გარეგნობისა და თვითშეგრძნების მეშვეობით. ჩვენ გლობალურად ვართ აღიარებული ჩვენი ხუთი ბრენდით: Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay.
კომპანია "LPP Georgia" აცხადებს ვაკანსიას SINSAY-ს მაღაზიის ცვლის უფროსის პოზიციაზე ქალაქ მარნეულში.
პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის მენეჯერის მხარდაჭერა გაყიდვების გეგმის შესრულებასა და ოპერაციული პროცესების მართვაში
** მაღაზიის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა ცვლის განმავლობაში
** პროდუქციის გამოფენის, ფასდადებისა და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი
** ვიზუალური მერჩენდაიზინგისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა
** თანამშრომელთა კოორდინაცია და ცვლის განმავლობაში ამოცანების ეფექტურად გადანაწილება
** მომხმარებლების კითხვებზე და საჩივრებზე დროული რეაგირება
** თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის მხარდაჭერა
** მაღაზიის სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** სალაროს ოპერაციების კონტროლი და დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა
** მონაწილეობა ინვენტარიზაციაში, აქციებსა და სხვა საოპერაციო პროცესებში
** კომპანიის წესებისა და პროცედურების აღსრულებაზე ზედამხედველობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** საცალო ვაჭრობაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** გაყიდვების, მერჩენდაიზინგისა და მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა
** გუნდის მართვის, გადაწყვეტილებების მიღებისა და კომუნიკაციის უნარი
** MS Office-ის, POS სისტემებისა და სხვა საოპერაციო პროგრამების ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება: 1400-1500 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
** სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. 74;
** სამუშაო განრიგი: სრული
რას გთავაზობთ:
LPP Georgia-ში ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი FAST ღირებულებების შესაბამისად - Fire-Fuelled (გულანთებული), Ambition-Driven (ამბიციებით მამოძრავებელი), Success-Focused (წარმატებაზე ორიენტირებული), Trust-Based (ნდობაზე დაფუძნებული), ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ვითარდებოდნენ, მიაღწიონ წარმატებასა და სიამოვნებით იმუშაონ.
** შთამაგონებელ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
** ინიციატივისა და აქტიურობის აღიარებასა და დაფასებას;
** ტრენინგების, ვორქშოპებისა და საერთაშორისო სწავლის შესაძლებლობებს;
** კარიერული განვითარებას LPP-ის საერთაშორისო სტრუქტურაში;
** კონკურენტული ხელფასს და შედეგებზე ორიენტირებულ ბონუსებს;
** თანამშრომელთა ფასდაკლების პროგრამა LPP-ის ყველა ბრენდზე (Reserved, Cropp, House, Mohito, Sinsay);
** ღია და პატივისცემაზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ კულტურას;
LPP Georgia-ში ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებია ჩვენი წარმატების მთავარი წყარო. ჩვენს გუნდში გაწევრიანებით თქვენ ხდებით საერთაშორისო მოდის კომპანიის ნაწილი, რომელიც აფასებს განვითარებას, პატივისცემასა და გუნდურ მუშაობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lpp.hr.georgia@gmail.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.lpp.com/en/
შპს "ელ ფი ფი საქართველო"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ელ ფი ფი საქართველო" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს კანდიდატის შერჩევის პროცესისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები.
ანიჭებთ შპს "ელ ფი ფი საქართველო"-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მომავალში თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
დასაქმებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და ერთწლიანი ვადის გასვლისთანავე, შპს "ელ ფი ფი საქართველო" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში დაცულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|