|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 06 თებერვალი
|
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო (ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00 საათი).
ანაზღაურება: (ადგილზე ოფისში მუშაობისას): გამოსაცდელი ვადა 3 თვე. ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი (ხელზე) + ბონუსი 20% ყოველი მოყვანილი მომხმარებლის შემთხვევაში. ასევე ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი (ხელზე) + ბონუსი 30% ყოველი მოყვანილი მომხმარებლის შემთხვევაში. ასევე ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა.
ანაზღაურება (დისტანციურად მუშაობისას): გრაფიკი - თავისუფალი. გამოსაცდელი ვადა 6 თვე. ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი (ხელზე) + ბონუსი 50% ყოველი მოყვანილი მომხმარებლის შემთხვევაში. ასევე ულიმიტო სასაუბრო დრო.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება.
** პრეზენტაციების ჩატარება.
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და მომსახურების ხელშეკრულების დადება.
ძირითადი მოთხოვნები:
** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლობიანი
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას
|
|
|
|